ჩვენ შესახებ

ბათუმის ქართულ-ამერიკულმა სკოლამ 2018 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო საგანმანათლებლო საქმიანობა. სკოლაში სწავლება მიმდინარეობს I-XII კლასის მოსწავლეებისთვის დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე.

 

სწავლება

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პროგრამებთან ერთად სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს სწავლების გახანგრძლივებულ ფორმატს, მათემატიკისა და ინგლისური ენის გაძლიერებულ პროგრამებს, ასევე, კლუბების ფორმატში ექსტრაკურიკულარულ შემეცნებით და სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობას.

გარემო

სკოლის საერთაშორისო სტანდარტების თანამედროვე კამპუსის ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული ზონები განთავსებულია 13 000 კვ.მ ფართობზე. საგანმანათლებლო, სპორტული და დამხმარე შენობა-ნაგებობების ფართი შეადგენს 7280.63 კვ.მ-ს. საკლასო ოთახები აღჭურვილია საგანმანათლებლო სფეროსთვის განკუთვნილი თანამედროვე ტექნოლოგიებით (სმარტბორდებით, პროექტორებით). სკოლას აქვს ბიბლიოთეკა სამკითხველო დარბაზითა და განახლებადი წიგნადი ფონდით, კომპიუტერული კლასები, საკონფერენციო დარბაზი (გათვლილი 165 დამსწრეზე) და საერთო საცხოვრებელი (გათვლილი 100 ადამიანზე). საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნების შესწავლა მიმდინარეობს დარგობრივ სასწავლო ლაბორატორიებში. სკოლის ტერიტორიაზე განლაგებულია ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის, ხელბურთის მრავალფუნქციური ღია სპორტული მოედანი და ევროსტანდარტების შესაბამისი დახურული სპორტული დარბაზი.

უსაფრთხოება

სკოლის მოსწავლეებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით შექმნილია 24-საათიანი დაცვის სამსახური; კამპუსი აღჭურვილია სამეთვალყურეო კამერებით, სკოლის ტერიტორიაზე დაშვება ხდება მაღალტექნოლოგიური ტურნიკეტებისა და პლასტიკური ბარათების მეშვეობით, ხოლო შენობა აღჭურვილია სახანძრო უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით. აგრეთვე, ფუნქციონირებს სამედიცინო კაბინეტი.

მისია, ხედვა და ღირებულებები

მისია, ხედვა და ღირებულებები

სკოლის მისიაა, აღზარდოს მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებული, სამართლიანი, პასუხისმგებლიანი და მაღალი ადამიანური ღირებულებების მქონე მსოფლიო მოქალაქე. სკოლის გრძელვადიანი ხედვის შესაბამისად, იგი არის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენებითა და ინტერნაციონალიზაციის მაღალი ხარისხით უზრუნველყოფილია ყველა პირობა მოსწავლეთა აკადემიური წარმატებისათვის, ასევე მათი ემოციური და ფსიქოსოციალური განვითარებისათვის. ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის ღირებულებებია: განვითარებაზე ორიენტირებულობა, გუნდურობა, სამართლიანობა, გამჭვირვალობა და კეთილსინდისიერება.

დიანა ხაჯიშვილი

დირექტორის მისალმება

ძვირფასო ბავშვებო, პატივცემულო კოლეგებო, მშობლებო! ჩვენ დღეს გვაერთიანებს სივრცე, რომელსაც ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა ჰქვია. ეს სივრცე არცთუ ისე დიდი ხანია შეიქმნა და განვითარების სწრაფი ტემპითა და ინოვაციური მიდგომებით ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში უკვე უკავია ღირსეული ადგილი.

ჩვენი ქვეყნის განვითარება და მისი უკეთესი მომავალი პირდაპირ კავშირშია განათლების ხარისხთან. ჩვენი ძალისხმევაც იქითკენაა მიმართული, რომ ჩვენი სკოლის აღსაზრდელებმა: 

  • მიიღონ ცოდნა, რომელიც პასუხობს 21-ე საუკუნის გამოწვევებს; 
  • შეინარჩუნონ ინდივიდუალიზმი და გაძლიერდნენ საკუთარი ინტერესებისა და მისწრაფებების შესაბამისად;
  • ჩამოყალიბდნენ თავისუფალი აზროვნების მქონე პასუხისმგებლიან და დამოუკიდებელ მოქალაქეებად;
  • გაცნობიერებული ჰქონდეთ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობები.  

ეს შედეგი მხოლოდ ჩვენი ეფექტური ურთიერთთანამშრომლობით არის მიღწევადი. ეფექტური ურთიერთთანამშრომლობა მხოლოდ ურთიერთპატივისცემით, აზრთა მიმოცვლითა და მუდმივი დიალოგით მიიღწევა.

ჩვენი კავშირი ქმნის დღეს იმ სივრცეს, რასაც ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა ჰქვია და რომლის წარმატებაც ჩვენი მომავალი თაობისა და ქვეყნის წარმატების საწინდარია.

 

სკოლის სტრატეგია

სკოლის სტრატეგია

01

სტრატეგია 2023-2030

„ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა“ სტრატეგიული განვითარების გეგმა –  2023-2030

სტრატეგია 2023-2030

02

სამოქმედო გეგმა

,,ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა” სამოქმედო გეგმა – 2025-2026

03

სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში

2024-2025 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში

04

ფინანსური მდგომარეობის ანგარიში საანგარიშგებო პერიოდი: 2025 წლის შეჯამება და 2026 წლის საპროგნოზო მოდელი.

სტრუქტურა

სკოლის სტრუქტურა

მარეგულირებელი აქტები

მარეგულირებელი აქტები

შინაგანაწესი

შპს ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა – შინაგანაწესი

მოსწავლის ჩარიცხვის წესი

მოსწავლეთა ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის და სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი

ადაპტაციის მექანიზმი

„ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა“ მოსწავლის სასწავლო გარემოსთან ადაპტაციის მექანიზმი.

საჩივრების სისტემა

სკოლის ბაზაზე საჩივრის განხილვის მექანიზმი.

პერსონალის მართვის წესი

შპს ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა

სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგია

შპს „ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა” სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგია და მონიტორინგისა და შეფასების სისტემა

ხარისხის პოლიტიკა - პროცესების მართვა

შპს „ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა” ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკა (დებულება)

ავტორიზაცია

ავტორიზაცია

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლას 2018 წლის 23 მაისს 6 წლის ვადით მიენიჭა ავტორიზაცია დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებლებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება ხელმისაწვდომია ბმულზე:

https://eqe.ge/ka/decisions/8166/show

https://eqe.ge/ka/decisions/9629/show

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2024 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით, შპს ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლას 9 წლის ვადით მიენიჭა  ავტორიზაცია დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით.

https://eqe.ge/ka/decisions/8166/show

01

სტანდარტი

სასწავლო გარემოსა და პროცესის შესაბამისობა მოთხოვნებთან.

02

ხარისხი

სკოლის მუდმივი განვითარება და შედეგების შეფასება.

03

უსაფრთხოება

მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული დაცული გარემო.

04

გამჭვირვალობა

სკოლის პროცესების მკაფიო და პასუხისმგებლიანი მართვა.