სასკოლო სივრცე

ინფრასტრუქტურა

GASB-ის კამპუსი აერთიანებს სასწავლო, სპორტულ, საცხოვრებელ, რეკრეაციულ და შემოქმედებით გარემოს, სადაც ყოველდღიური სასკოლო ცხოვრება ერთ სივრცეში ვითარდება.

ჩვენი კამპუსი

თანამედროვე სასწავლო გარემო

სკოლის თანამედროვე კამპუსი და რეკრეაციული ზონები განთავსებულია 13000 კვ.მ. ფართობზე. სივრცე აერთიანებს საგანმანათლებლო, სპორტულ და დამხმარე შენობა-ნაგებობებს.

საკლასო ოთახები აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით. სკოლას აქვს ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასები, საკონფერენციო დარბაზი, საერთო საცხოვრებელი, სპორტული მოედნები, დახურული დარბაზი და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემა.

13000

კვ.მ. კამპუსი და რეკრეაციული ზონები

7280.63

კვ.მ. სასწავლო, სპორტული და დამხმარე შენობები

165

დამსწრეზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი

100

ადამიანზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი

სივრცეები

ინფრასტრუქტურის მიმართულებები

ეს ნაწილი ავტომატურად ივსება ინფრასტრუქტურის ჩანაწერებიდან. ახალი სივრცის დამატებისას ის ამ ბადეში გამოჩნდება.

კლუბები / წრეები

სასკოლო ცხოვრების დამატებითი შესაძლებლობები

კლუბები და წრეები მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას სცადონ ხელოვნება, ტექნოლოგიები, სპორტი, კითხვა, მუსიკა და სამოქალაქო აქტივობები.

გსურთ კამპუსის დათვალიერება?

დაუკავშირდით სკოლას და მიიღეთ დამატებითი ინფორმაცია ინფრასტრუქტურის, კლუბებისა და სასკოლო გარემოს შესახებ.

ინფრასტრუქტურა

სკოლის თანამედროვე კამპუსი

13 000 კვ.მ. სივრცე აერთიანებს სასწავლო ოთახებს, ბიბლიოთეკას, კომპიუტერულ კლასებს, საკონფერენციო დარბაზს, საერთო საცხოვრებელსა და სპორტულ ინფრასტრუქტურას.

გაცვლითი პროგრამები

საერთაშორისო გამოცდილება

გაცვლითი პროგრამები მოსწავლეებს აძლევს ახალ აკადემიურ და კულტურულ გამოცდილებას, ავითარებს უცხო ენების პრაქტიკულ გამოყენებას და აძლიერებს საერთაშორისო პარტნიორობას.

სეზონური სკოლა

სეზონური სკოლა

ინგლისურენოვანი საზაფხულო სკოლა GASB-ში!

მოკლევადიანი პროგრამები აერთიანებს სწავლას, პრაქტიკულ გამოცდილებასა და აქტიურ დასვენებას. 

01

ინგლისურენოვანი სკოლა

 ინგლისურენოვანი საზაფხულო სკოლა GASB-ში!

ენის პრაქტიკა, გუნდური მუშაობა და შემოქმედებითი აქტივობები.

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა გთავაზობთ ინგლისურენოვან საზაფხულო სკოლას ზაფხულის განმავლობაში. საზაფხულო სკოლის პედაგოგები არიან ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოსული გამოცდილი კადრები, რომლებიც იზრუნებენ მოსწავლეების ინგლისური ენის ცოდნის დონის და უნარ – ჩვევების გაუმჯობესებაზე.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისათვის აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია : https://shorturl.at/lmprt  

GASB-ის საზაფხულო სკოლის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე https://shorturl.at/lmprt 

02

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკი

ინოვაციები, ტექნოლოგიები და პროექტებზე დაფუძნებული სწავლა. 

GITA – ს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, მსოფლიო ბანკის „ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის“ პროექტის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის ბაზაზე ახორციელებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკს.

ბანაკი დღეს გაიხსნა და მასში მონაწილეობს კონკურსით შერჩეული სხვადასხვა საჯარო სკოლის 75 მოსწავლე მთელი საქართველოდან. მათ პროექტის ფარგლებში სრულად დაუფინანსდათ ბანაკში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკის მონაწილეები მთელი საქართველოდან STEM მიმართულებით მათი გამოცდილებისა და მოტივაციის საფუძველზე შეირჩნენ. წელს მონაწილეობის სურვილი 2000-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა და მათი აპლიკაციების განხილვის საფუძველზე 150 მონაწილე შეირჩა.

ბანაკის მასპინძელი: ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა 

03

GASB ინგლისურენოვანი საზაფხულო სკოლის პირველი სესია დასრულდა!

 საზაფხულო სკოლის პირველი სესია შედგებოდა მრავალი საინტერესო აქტივობისაგან, რომელსაც უძღვებოდნენ ამერიკელი პედაგოგები და რომლებიც ამ რვა დღის განმავლობაში ზრუნავდნენ მოსწავლეების ინგლისური ენის ცოდნის დონის და უნარ- ჩვევების ამაღლებაზე. თითოეულ მონაწილეს გადაეცათ ინგლისურენოვანი სიგელი საზაფხულო სკოლაში წარმატებული მონაწილეობისთვის.

GASB გისურვებთ წარმატებებს! 

04

GASB ინგლისურენოვანი საზაფხულო სკოლის პირველი სესია დაიწყო!

GASB ინგლისურენოვანი საზაფხულო სკოლის პირველი სესია დაიწყო!

საზაფხულო სკოლის პედაგოგები არიან ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოსული გამოცდილი კადრები, რომლებიც ზრუნავენ მოსწავლეების ინგლისური ენის ცოდნის დონის და უნარ- ჩვევების გაუმჯობესებაზე