მიღება/ჩარიცხვა
დაიწყეთ ახალი სასწავლო გზა ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლასთან ერთად. აქ ნახავთ პირველ კლასში მიღების, მობილობის, სწავლის საფასურისა და საინფორმაციო შეხვედრის ჩანიშვნის დეტალებს.
აირჩიეთ თქვენთვის შესაბამისი გზა
მიღება 1 კლასში
პირველკლასელთა მიღება იწყება გაზაფხულიდან; კანდიდატი 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა იყოს 6 წლის.
სკოლაში გადმოსვლა / მობილობა
მობილობით გადმოსვლისთვის მშობელი და მოსწავლე წინასწარ ხვდებიან ადმინისტრაციას და ეცნობიან პროგრამას, წესებსა და ინფრასტრუქტურას.
სწავლის საფასური
2025-2026 სასწავლო წლის საფასური შეადგენს 9500 ლარს და მოიცავს სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ დამატებით სერვისებს.
შეხვედრის / ტურის ჩანიშვნა
საინფორმაციო შეხვედრაზე შესაძლებელია კამპუსის დათვალიერება და სასკოლო პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება.
მიღება პირველ კლასში
პირველკლასელთა მიღების პროცესი იწყება გაზაფხულიდან. ჩარიცხვის წინაპირობაა, რომ კანდიდატი 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით იყოს 6 წლის.
სკოლის მზაობის შეფასება
-
ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში პირველკლასელების რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მინისტრის მიერ განსაზღვრულ ვადებში, ელექტრონულად.
ვადები განისაზღვრება ყოველი წლის გაზაფხულზე. მოსწავლის ჩარიცხვის აუცილებელი წინაპირობაა, რომ კანდიდატს პირველი სასწავლო წლის პირველ დეკემბრამდე უსრულდებოდეს 6 წელი.
- იმ შემთხვევაში, თუ თუ მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი მიიღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის შესახებ, სკოლის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში უნდა წარმოადგინოს განცხადება და აუცილებელი დოკუმენტები, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას მიიღებს სკოლის ადმინისტრაციული მენეჯერისაგან.
-
სკოლის ყველა მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან ფორმდება საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულება. რეკომენდირებულია, მოსწავლემ რეგისტრაციამდე (ან თუ შესაბამისი ვადები უკვე ამოწურულია), სასწავლო პროცესში ჩართვამდე გაიაროს გასაუბრება სკოლის ფსიქოლოგთან და დაწყებითი კლასის მასწავლებელთან, რაც ემსახურება ბავშვის მზაობის შეფასებას და სასწავლო გარემოსთან ადაპტაციის პროცესში ინდივიდუალური მიდგომების დაგეგმვას.
- თუ მშობელმა ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით დადგენილ ვადებში ვერ უზრუნველყო ბავშის ელექტრონული რეგისტრაცია, უფლება აქვს, მიმართოს სკოლის დირექტორს მოსწავლის ჩარიცხვის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, სკოლა მოსწავლეს ჩარიცხავს, თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გასცემს შესაბამის თანხმობას.
- ჩარიცხვის პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით, შეგიძლიათ გაეცნოთ „ბათუმის ქართულ-ამერიკულსკოლაში “მოსწავლის ჩარიცხვის, მობილობის, საფეხურის დაძლევის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესს”
საინფორმაციო შეხვედრაზე შეძლებთ
- დაათვალიეროთ სკოლის კამპუსი
- მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია სკოლის საგანმანათლებლო, კლასგარეშე პროგრამებისა და კლუბების შესახებ
- მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია სასკოლო პროცესის შესახებ
სკოლაში გადმოსვლა / მობილობა
მობილობით გადმოსვლის სურვილის შემთხვევაში მოსწავლეს და მშობელს შეუძლიათ წინასწარ ჩანიშნონ შეხვედრა სკოლის ადმინისტრაციასთან, გაეცნონ პროგრამას, წესებსა და ინფრასტრუქტურას, შემდეგ კი განცხადებით მიმართონ სკოლის დირექტორს.
პროცედურა
- სკოლაში გადმოსვლის (მობილობის) უფლება აქვს იმ მოსწავლეს, რომლის ჩარიცხვაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით და არის ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე. სკოლაში მობილობის წესით გადმოსვლის პროცედურა განისაზღვრება კანონმდებლობით და მის საფუძველზე შემუშავებული სკოლის წესით. წესი ხელმისაწვდომია ბმული: მოსწავლის ჩარიცხვის, მობილობის, საფეხურის დაძლევის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი
- მშობელი (კანონიერი წარმომადგენელი) დირექტორის სახელზე წერს განცხადებას. თუ სკოლაში არის თავისუფალი ადგილების რაოდენობა, სკოლა იწყებს მოსწავლის მობლობით გადმოყვანის პროცედურას. მოსწავლე სკოლაში ჩაირიცხება მას შემდეგ, რაც ამოირიცხება სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან. სკოლის ყველა მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან ფორმდება საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულება.
- რეკომენდირებულია, მოსწავლემ სასწავლო პროცესში ჩართვამდე გაიაროს გასაუბრება ან/და ტესტირება, რაც ემსახურება ბავშვის საჭიროებების შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური მიდგომების გამოყენებას.
- გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კანონმდებლობით მობილობა ზოგჯერ შეზღუდულია. ასეთ დროს მობილობა განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ობიექტური გარემოება და მობილობა ემსახურება მოსწავლის საუკეთესო ინტერესებს. ასეთ შემთხვევაში სკოლა მიმართავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მხოლოდ მისი თანხმობის შემთხვევაში ჩარიცხავს მოსწავლეს.
საინფორმაციო შეხვედრაზე შეძლებთ
- დაათვალიეროთ სკოლის კამპუსი
- მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია სკოლის საგანმანათლებლო, კლასგარეშე პროგრამებისა და კლუბების შესახებ
- მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია სასკოლო პროცესის შესახებ
სწავლის საფასური
ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის სწავლის საფასური 2025-2026 სასწავლო წლისთვის შეადგენს 9500 ლარს.
საფასური მოიცავს
- I-VI კლასელებისთვის გაკვეთილების შემდეგ გახანგრძლივებული ფორმატით სწავლებას
- უცხო ენებისა და მათემატიკის გაძლიერებულ სწავლებას
- სასკოლო ფორმას
- კვებას: უფროსკლასელებისთვის სადილს, ხოლო I-III კლასის მოსწავლეებისთვის სამხარსა და სადილს
- სპორტულ-გამაჯანსაღებელ და შემეცნებით-შემოქმედებით წრეებსა და კლუბებში მოსწავლის ინტეგრირების შესაძლებლობას საკუთარი ინტერესების შესაბამისად;
გადახდის წესი
ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადასახდელია სწავლის საფასურის 18% (1500 ლარი).
წლიური საფასურის დარჩენილი ნაწილის დაფარვა შესაძლებელია 2 ნაწილად:
- 50% – 1-ელ სექტემბრამდე
- 50% – 1-ელ იანვრამდე
სწავლის საფასურის 30 ივნისამდე ერთიანად გადახდის შემთხვევაში მოქმედებს 5%-იანი ფასდაკლება.
ფასდაკლება
10%-იანი ფასდაკლება:
- ოჯახიდან ორი ან მეტი ბავშვის სკოლაში ჩარიცხვის შემთხვევაში
5%-იანი ფასდაკლება:
- სწავლის საფასურის 30 ივნისამდე ერთიანად გადახდის შემთხვევაში
საინფორმაციო შეხვედრაზე რეგისტრაცია
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა გიწვევთ ინდივიდუალური ფორმატის საინფორმაციო შეხვედრებზე. შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა, მიუთითეთ თქვენთვის მოსახერხებელი შეხვედრის დრო და გვესტუმრეთ. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.do/fPHFm
შეხვედრაზე შეძლებთ
- დაათვალიეროთ სკოლის კამპუსი
- მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია სკოლის საგანმანათლებლო, კლასგარეშე პროგრამებისა და კლუბების შესახებ
- გაესაუბროთ ადმინისტრაციასა და კათედრის ხელმძღვანელებს
- მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია სასკოლო პროცესის შესახებ
ჩანიშვნა
შეხვედრის ან ტურის დასაგეგმად დაგვიკავშირდით სკოლას. ჩვენი გუნდი შეგითანხმებთ ვიზიტის მოსახერხებელ დროს და გაგაცნობთ მიღების შემდეგ ნაბიჯებს.
გსურთ ვიზიტის დაგეგმვა?
დაგვიკავშირდით და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია მიღების, მობილობისა და სასწავლო პროცესის შესახებ.