GASB-ში სწავლა აერთიანებს ეროვნულ სასწავლო მიზნებს, თანამედროვე სასწავლო გარემოს და მხარდაჭერის სერვისებს, რომლებიც მოსწავლეებს ეხმარება ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებაში.
სწავლა GASB-ში დაყოფილია სამ საფეხურად. თითოეული პროგრამა ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და მოსწავლის ასაკობრივ საჭიროებებს.
01
დაწყებითი
სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდა;
საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა;
წაკითხულის გააზრებისა და მათემატიკაში ფიქრისა და აზროვნების უნარების განვითარების ხელშეწყობა;
დამოუკიდებლობის, თვითშეფასებისა და პასუხისმგებლობის უნარების განვითარების ხელშეწყობა.
02
საბაზო
საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება;
მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა და განვითარების ხელშეწყობა;
მოსწავლეებში კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობა;
მოსწავლის დამოუკიდებლად სწავლის (სწავლის სწავლა) უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარების ხელშეწყობა;
აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძვლების შექმნა სწავლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის ან შრომითი საქმიანობისათვის.
03
საშუალო
საგანთა გაღრმავებული სწავლების გზით სისტემური ცოდნის კონსტრუირება;
მოაზროვნე, მაძიებელი, ახლისშემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება და საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის აღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად.
საგნობრივი დეპარტამენტები
საგნობრივი დეპარტამენტები
საგნობრივი დეპარტამენტები აერთიანებს შვიდ ძირითად სასწავლო მიმართულებას: • • • • • •
არაფორმალური განათლება
კლუბები და არაფორმალური განათლება
არაფორმალური განათლება მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, ინტერესები პრაქტიკულ აქტივობებში განავითარონ.
01
შემოქმედება
ხელოვნება, მუსიკა, თეატრი და მრავალფეროვანი შემოქმედებითი პროექტები.
02
ტექნოლოგიები
STEM, ინოვაციები, ციფრული უნარები და პრაქტიკული კვლევა.
03
სპორტი
გუნდური სპორტი, ფიზიკური განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.
04
ლიდერობა
სასკოლო ინიციატივები, მოხალისეობა და მოსწავლეთა თვითმმართველობა.
დღის რეჟიმი
დაბალანსებული სასწავლო დღე
გაკვეთილები, დასვენება, დავალებების მომზადება და დამატებითი აქტივობები ერთიან, მოსწავლეზე მორგებულ რეჟიმშია მოქცეული.
08:30
სასწავლო დღის დაწყება
მოსწავლეთა მიღება და დღის ორგანიზება.
09:00
ძირითადი გაკვეთილები
აკადემიური პროგრამის მთავარი ნაწილი.
14:00
დავალებები და მხარდაჭერა
მასწავლებელთან მუშაობა და მომზადება.
16:00
კლუბები და აქტივობები
სპორტული და შემოქმედებითი მიმართულებები.
ფორმა
სასკოლო ფორმა
სასკოლო ფორმა ქმნის ერთიან, მოწესრიგებულ და უსაფრთხო გარემოს. ის აძლიერებს სასკოლო იდენტობას და მოსწავლეებს საერთო კულტურის ნაწილად აგრძნობინებს თავს.
კვება
კვება და ყოველდღიური კეთილდღეობა
სკოლის კვების სივრცე ორგანიზებულია ასაკობრივი საჭიროებების, კომფორტისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით.
დაბალანსებული მენიუ
სასკოლო დღის განმავლობაში მოსწავლეთა ენერგიისა და კონცენტრაციის მხარდაჭერა.
უსაფრთხო გარემო
მოწესრიგებული კაფეტერია და ყოველდღიური ჰიგიენის სტანდარტები.
საერთო სივრცე
კვება როგორც დასვენების, ურთიერთობისა და სასკოლო ცხოვრების ნაწილი.
აკადემიური კალენდარი
აკადემიური კალენდარი
კალენდარი აერთიანებს სასწავლო წლის მნიშვნელოვან პერიოდებს, ღონისძიებებსა და დასვენების დღეებს.
01
სასწავლო პერიოდები
სემესტრებისა და სასწავლო ეტაპების ძირითადი თარიღები.