კლუბები / წრეები

ჭადრაკის კლუბი

კლუბის შესახებ

სასწავლო კურსის მიზანი – წრის მიზანია მოსწავლეებში მოხდეს ფიქრის კონცენტრირების, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარების გაუმჯობესება. ასევე, შეუპოვრობა, უნარი, რომელიც ცხოვრებისეული სირთულეების და ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვაში დაეხმარება.

სასწავლო კურსის ამოცანები:

  • მოსწავლემ შესძლოს საჭადრაკო მასალაზე დამოუკიდებლად მუშაობა;
  • აითვისოს საჭადრაკო თეორიისა და პრაქტიკის საფუძვლები;
  • შეძლოს მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება;
  • გამოიმუშაოს სხვადასხვა რანგის შეჯიბრში თამაშის ჩვევები.

პედაგოგი

ჭადრაკის კლუბი

ეთერ თურმანიძე

ჭადრაკის კლუბის პედაგოგი

info@gasb.edu.ge

ეთერ თურმანიძე არის ჭადრაკის სერტიფიცირებული პედაგოგი, სწავლების 14-წლიანი გამოცდილებით; აჭაის ჩემპიონი გოგონათა შორის და აჭარის მეორე თანრიგოსანი.
ჭადრაკის კლუბი

თორნიკე კალანდაძე

ჭადრაკის კლუბის პედაგოგი

info@gasb.edu.ge

თორნიკე კალანდაძეს აქვს ჭადრაკის სწავლების 7-წლიანი გამოცდილება; 2017 წელს მიიღო ბათუმის საუკეთესო მოთამაშის ტიტული; არის ბათუმის ინტერნაციონალური ტურნირის Open C მეორე ადგილის მფლობელი.

დამატებითი ინფორმაცია

სკოლის ადმინისტრაცია მზად არის მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია სასკოლო სივრცისა და აქტივობების შესახებ.