კლუბები / წრეები

ქართული ცეკვა

კლუბის შესახებ

სასწავლო კურსის მიზანი:

  • წრის მიზანია ქართული ცეკვის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების ჩამოყალიბება;
  • საცეკვაო-შემოქმედებითი უნარის განვითარება;
  • პლასტიკური გამომსახველობის, კოორდინაციის, მოძრაობის კულტურის გამომუშავება და ტანადობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

სასწავლო კურსის ამოცანები:

  • მოტორული მეხსიერების და რიტმის გრძნობის განვითარება;
  • საკუთარი სხეულის ფლობის და მუსიკის ხასიათის გადმოცემის უნარის განვითარება;
  • ქართული ხალხური ცეკვის ძირითადი ელემენტების შესწავლა;
  • ქართული საცეკვაო კულტურის ზოგადი გაცნობა;
  • მოსწავლეების ჩართვა სხვადასხვა სასკოლო თუ გარე აქტივობება და ღონისძიებებში.

პედაგოგი

ქართული ცეკვა

დადუ სირაბიძე

ქართული ცეკვის კლუბის პედაგოგი


დარეჯან (დადუ) სირაბიძე არის ფრიდონ სულაბერიძის ქართული ცეკვის მასტერკლასის სერტიფიცირებული პედაგოგი; ანსამბლის „მართვე“ ქორეოგრაფი და სოლისტი 6 წლის განმავლობაში; სახელმწიფო ანსაბლის „ხორუმი“ მოცეკვავე (6 წელი); ფლობს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნის აკადემიურ ხარისხს.


დამატებითი ინფორმაცია

სკოლის ადმინისტრაცია მზად არის მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია სასკოლო სივრცისა და აქტივობების შესახებ.