კლუბები / წრეები

საოლიმპიადე მათემატიკა

კლუბის შესახებ

სასწავლო კურსის მიზანია: მოსწავლეებში გონებრივი პოტენციალის ზრდა, სააზროვნო სისტემის გაფართოვება და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა.

სასკოლო მათემატიკის საოლიმპიადე კლუბის მიზანი და მოსალოდნელი შედეგები:

  • ხელი შეუწყოს მოსწავლეებში მათემატიკის პოპულარიზაციას, მათ აკადემიურ წინსვლას, მათემატიკური, ლოგიკური და სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარებას;
  • გაზარდოს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება მათემატიკაში;
  • მოსწავლეებს საშუალება მისცეს აღმოაჩინონ და განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები;
  • ნაკლებად აქტიურ მოსწავლეებს მისცეს საშუალება ახალი ცოდნის მიღებისა და თავისუფალი დროის შინაარსიანად განკარგვისათვის;
  • ხელი შეუწყოს მოსწავლეების თანატოლებთან და უფროსებთან დადებით, კონსტრუქციულ ურთიერთობასა და გუნდურ მუშაობას;
  • განუვითარდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა და შეძლონ პრიორიტეტების გამოყოფა;
  • ხელი შეუწყოს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, მოამზადოს ისინი პრობლემების გადაჭრისათვის;
  • მოსწავლეებს განუვითარდეთ მაღალი თვითშეფასება;
  • შეეძლოთ საკუთარი შესაძლებლობების გაანალიზება და სამომავლო მიზნების დასახვა;
  • გახდნენ უფრო მოტივირებულნი, ორგანიზებულნი, მიზანდასახულნი და აქტიურად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში.

პედაგოგი

საოლიმპიადე მათემატიკა

რუსლან ცინარიძე



დამატებითი ინფორმაცია

სკოლის ადმინისტრაცია მზად არის მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია სასკოლო სივრცისა და აქტივობების შესახებ.