საბაზო საფეხურის მისია
- საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება;
- მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა და განვითარების ხელშეწყობა;
- მოსწავლეებში კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობა;
- მოსწავლის დამოუკიდებლად სწავლის (სწავლის სწავლა) უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარების ხელშეწყობა;
- აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძვლების შექმნა სწავლების მომდევნო საფეხურზე სწავლის
გაგრძელებისთვის ან შრომითი საქმიანობისათვის.
სასწავლო პროცესის აღწერა
- საბაზო საფეხურზე
დაეხმაროს მოსწავლეებს ინდივიდუალური სასწავლო მიზნების დასახვაში და თვითშეფასების უნარების დახვეწაში; - დაეხმაროს მოსწავლეებს ცხოვრების ჯანსაღი წესის გაცნობიერებასა და მისი დაცვის უნარების განვითარებაში;
დაეხმაროს მოსწავლეებს კვლევითი უნარების განვითარებაში;
შეუქმნას მოსწავლეს წინაპირობა სწავლის გასაგრძელებლად, ან შრომით ბაზარზე სწორი არჩევანის გასაკეთებლად.
სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს 09:00-16:30 საათამდე.
სკოლას შემუშავებული აქვს შინაგანაწესი, რომელიც მოსწავლის ხელშეკრულების ნაწილია და მისი დაცვა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულოა.
გარდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგნებისა, სკოლაში არის დამატებითი საგნების/კლუბების ფართო არჩევანი. დამატებითი
(არასავალდებულო) მომსახურების დაგეგმვის დროს აუცილებელია, მშობელმა/მოსწავლის კანონიერმა წარმომადგენელმა დროულად შეავსოს გამოკითხვის ელექტრონული ფორმები. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე არ აირჩევს დამატებით მომსახურებას, სკოლა სასწავლო განრიგს შეადგენს იმ სახით, რომ სავალდებულო მომსახურების დასრულების შემდეგ მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შესაძლებლობა ექნება, გაიყვანოს მოსწავლე სკოლიდან.
საბაზო საფეხურის დაძლევის შემდეგ მოსწავლე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – საბაზო განათლების ატესტატს.